კაზემირო
Aa
Aa

უკვე ოფიციალურად - კაზემირო ოლდ ტრაფორდზე ითამაშებს

მადრიდის „რეალმა“ განცხადება გაავრცელა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ კაზემირო „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტოვებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერას „ოლდ ტრაფორდზე“ განაგრძობს და ერიკ ტენ ჰაგის გუნდს შეუერთდება. ტრანსფერი „წითელმა ეშმაკებმაც" დაადასტურეს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა და რეალმა კაზემიროს ტრანსფერი შეათანხმეს. ჩვენ გვინდა, კაზემიროს მისამართით მადლიერება და სიყვარული გამოვხატოთ. იგი არის ფეხბურთელი, რომელიც ამ კლუბის ლეგენდის ნაწილია. რეალი მისი სახლი იყო და ყოველთვის იქნება. ჩვენ მასსა და მის ოჯახს ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, - ნათქვამია „სამეფო კლუბის“ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერი“ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის და არა 60 მილიონ ევროს, ბონუსების გათვალისწინებით, თანხა 70 მილიონამდე გაიზრდება. კაზემიროს „იუნაიტედთან“ ყველაფერი შეთანხმებული აქვს და 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. სამედიცინო შემოწმება და ვიზასთან დაკავშირებული საკითხები ამ უქმეებზე მოგვარდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, კაზემიროზე კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა და განაცხადა: „მას კარიერაში ახალი გამოწვევა სურს და მისი გადაწყვეტილება გვესმის. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მან მადრიდის რეალის დატოვება გადაწყვიტა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბმა წონა დააფიქსირა - ალდომ ქომაგები ცოტა ანერვიულა
მერაბმა წონა დააფიქსირა - ალდომ ქომაგები ცოტა ანერვიულა