კილიან მბაპე, ნეიმარი, კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიე: გუნდში კონფლიქტი არ არსებობს, ყველაფერი რიგზეა

ბოლო დროს პსჟ-ში ერთბაშად რამდენიმე კონფლიქტური სიტუაციის შესახებ ინფორმაციები ვრცელდება. ფრანგული პრესა ამის შესახებ უკვე ორი კვირაა წერს.

დღეს, პარიზეთა თავკაცმა ამ თემებზე პრესასთან პირველად ისაუბრა და ნეიმარი-მბაპეს კონფლიქტს შეეხო. ფრანგმა სპეციალისტმა ყველაფერი უარყო.

„დაძაბულობა არ არის, ეს საერთოდ არ არის პრობლემა. მონპელიესთან მატჩის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაგვეყენებინა.

ლილთან მატჩისთვის მშვენიერი მოსამზადებელი კვირა გვქონდა. კმაყოფილი ვარ ყველა ვარჯიშით, სადაც მცირედი უთანხმოებაც კი მოგვარდა.

მეორე პენალტის ეპიზოდში არაფერი მომხდარა. ნეიმარმა და მბაპემ აზრები გაცვალეს, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

როდესაც ნეიმარი დარწმუნებული იყო, რომ დაარტყამდა, კილიანმა მას დაუთმო“,

- განაცხადა პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა.

არგენტინული დაჯგუფება უნდა დაიშალოს

Esporte-ს UOL ცნობით, მბაპეს ასეთი მოთხოვნა აქვს - არგენტინული დაჯგუფება უნდა დაიშალოს. ჯერჯერობით უცნობია კილიანს არგენტინელების წასვლა სურს თუ არა. ზაფხულში გუნდიდან დი მარია უკვე წავიდა, მალე პარედესიც წავა, რაც თითქმის გადაწყვეტილია.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, მბაპეს უფლება აქვს, მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაცკე: რონალდუ? იდეა მიმზიდველია, მაგრამ ეს თემა უნდა დავხუროთ
ვაცკე: რონალდუ? იდეა მიმზიდველია, მაგრამ ეს თემა უნდა დავხუროთ