ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მეტოქეებისთვის ძალიან სახიფათოა“ - ნაპოლის ფეხბურთელმა ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ამირ რაჰმანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კოსოვოელი უკანახაზელის სიტყვები „პარტენოპეის“ ოფიციალურმა რადიომ გაავრცელა და რაჰმანიმ განაცხადა, რომ „კვარა“ მეტოქეებისთვის ძალიან სახიფათო ფეხბურთელია.

„კვარაცხელია? ვიმედოვნოთ, რომ იგი მომავალი ჩემპიონია. მას ყველა თვისება აქვს, რათა ძლიერი ფეხბურთელი იყოს, მეტოქეებისთვის ძალიან სახიფათოა და ყოველთვის თავისი მეურვის ჩამოშორებას ცდილობს“.

ცნობისთვის, დღეს ხვიჩაზე Liverpool.com-მა დაწერა და განაცხადა, რომ კვარაცხელია ფეთქებადი ფეხბურთელია, რომელსაც დრიბლინგით მეტოქეების ჩამოშორება ახასიათებს და ბურთთან ერთად მოუხელთებელია. ბრიტანული გამოცემა იმასაც ამბობს, რომ თუ „კვარამ“ ასე განაგრძო, სიურპრიზი არ იქნება, რომ „ლივერპულის“ რადარზე მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ საშინაო არენაზე, სტადიო „დიეგო არმანდო მარადონაზე“ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 21 აგვისტოს არის დაგეგმილი. იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ბაიერნის აკადემიის მენეჯერი პარკაძეზე
„ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ბაიერნის აკადემიის მენეჯერი პარკაძეზე