AS: ხამესს
Aa
Aa

AS: ხამესს "რეალის" დატოვება უახლოეს 24 საათში სურს!

თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ხამეს როდრიგესი "რეალს" დატოვებდა, ყოველგვარი ეჭვი გაფანტულია და ფეხბურთელის მომავალიც გარკვეულია.

მადრიდული AS-ის ცნობით, კოლუმბიელ სუპერვარსკვლავს "სამეფო კლუბიდან" წასვლა უახლოეს 48 საათში სურს, რათა მას ამერიკულ ტურნეში არ გაყვეს. დედაქალაქური გრანდი ამერიკაში 11 ივლისს მიემგზავრება.

როდრიგესს ზიდანის ხელმძღვანელობით თამაში აღარ უნდა, რომელიც მას არ ენდობა და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებს.

"რეალმა" გასულ სეზონში ჯამში 60 შეხვედრა ჩაატარა და ხამესმა მათგან მხოლოდ 33-ში მიიღო მონაწილეობა. იგი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა.

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ ამერიკელ სუპერსტარში 70 მილიონს ევროს ითხოვს. ხამესის შეძენის მსურველთა სიაში "პსჟ", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები