ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
დანია ფიფას ტოვებს?
დანია ფიფას ტოვებს?
კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები „გასართობად“ გადაიღეს - დეტალები სასამართლო პროცესიდან
Aa Aa
11 აგვისტო 2022  |  18:00

კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები „გასართობად“ გადაიღეს - დეტალები სასამართლო პროცესიდან

ლოს ანჯელესში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც კობი ბრაიანტის მეუღლის, ვანესა ბრაიანტის სარჩელს განიხილავენ. „შავი მამბას“ მეუღლემ ლოს ანჯელესის მხარის შერიფის ოფისს უჩივლა. მისი თქმით, მეხანძრეებმა და შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ავიაკატასტროფის ადგილზე ფოტოები გადაიღეს და შემდგომში ისინი ისეთ ადამიანებს გაუზიარეს, რომლებსაც გამოძიებასთან საერთო არაფერი ჰქონდათ.

ვანესა ბრაიანტის ადვოკატმა, ლუის ლიმ განაცხადა, რომ ტრაგედიის დღეს, ლოს ანჯელესის მხარის შერიფის ოფისში შევიდა საჩივარი, რომლის მიხედვითაც, შერიფის მოადგილე, ჯოი კრუზი ბარში, Baja California Bar & Grill-ში ყოფნისას, ადამიანებს კობი ბრაიანტის თავმოკვეთილი ცხედრის ფოტოს აჩვენებდა. ლიმ ვიდეოც წარმოადგინა, რომელზეც ასახულია, კრუზი ბარმენს თავის ტელეფონში არსებულ ფოტოს როგორ უჩვენებს.

„2020 წლის 26 იანვარი ვანესა ბრაიანტის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე იყო და ეს არასდროს შეიცვლება, შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კი ავიაკატასტროფის სათავისოდ გამოყენება სცადეს. მათ კობისა და ჯიანას ცხედრების ფოტოები გადაიღეს და ისინი სხვებს გაუგზავნეს, როგორც „სუვენირები“, რითაც ამ მოუშუშებელ ჭრილობას მარილი დააყარეს“, - განაცხადა ვანესას ადვოკატმა.

მისივე თქმით, მეხანძრეები და შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენლები ტრაგედიის ადგილას გადაადგილდებოდნენ და ცხედრებს ფოტოებს უღებდნენ. ისინი გარდაცვლილთა კიდურებსა და დამწვარ სხეულებს ახლო კადრით უღებდნენ და მათი ქმედებები შოკისმომგვრელი იყო. ამ სიტყვების შემდეგ, ლიმ ერთ-ერთი დეტექტივის ვიდეოჩანაწერი ჩართო, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლეს ფოტოების ნახვა შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

ვანესა ბრაიანტის ადვოკატის მიხედვით, ფოტოების გადაღება „გასართობად“ და ვიზუალური ჭორების გასავრცელებლად მოხდა, მას არანაირი ოფიციალური და გამოძიებისთვის საჭირო დანიშნულება არ ჰქონია. ამასთან, ეს ფოტოები ნახეს ადამიანებმა, რომლებსაც გამოძიებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ლოს ანჯელესის მხარის შერიფის დეპარტამენტის თქმით, ინციდენტის შემდეგ, ადამიანებს, რომლებსაც ფოტოები ჰქონდათ, მათი წაშლა დაევალათ და ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში არც ერთი მათგანი გავრცელებულა ამას ადასტურებს, ფოტოების გადაღება კი იმიტომ მოხდა, რომ ეს გამოძიებისთვის საჭირო იყო. ჯოი კრუზს რაც შეეხება, ის თავის საქციელს ძალიან ნანობს და მომხდარის შემდეგ, დღე არ გასულა, რომ თავის შეცდომაზე არ ეფიქრა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ცრვენა ზვეზდას დირექტორი: რუსულ კლუბებთან სათამაშოდ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენ ძმები ვართ
ცრვენა ზვეზდას დირექტორი: რუსულ კლუბებთან სათამაშოდ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენ ძმები ვართ