შოთა არველაძე
Aa
Aa

მარცხი ბრედფორდთან - არველაძის ჰალი ინგლისის ლიგის თასს დაემშვიდობა

ინგლისის ლიგის თასის 2022-23 წლების სეზონის პირველ ეტაპზე მარკ ჰიუზის გაწვრთნილმა ''ბრედფორდმა'' შინ ''ჰალ სიტი'' 2:1 დაამარცხა. შოთა არველაძის გუნდი გათამაშებას დაემშვიდობა.

ანგარიში ''ჰალ სიტიმ'' გახსნა, 24-ე წუთზე ''ბრედფორდის'' მეკარე ჰარი ლუისზე ავტოგოლი დაფიქსირდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ფორვარდმა ენდი კუკმა დუბლი შეასრულა, 39-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 44-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ჩემპიონშიფს, საწყისი ორი ტურის შემდეგ არველაძის გუნდი დაუმარცხებელია. პირველ ტურში ''ჰალმა'' შინ ''ბრისტოლი'' დრამატულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა, მეორე ტურში კი სტუმრად ''პრესტონთან'' 0:0 ითამაშა.

ჩემპიონშიფის მესამე ტურში ''ვეფხვები'' ''ნორვიჩს'' უმასპინძლებენ. შეხვედრა 13 აგვისტოს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუგეშაშვილის ყარაბაღი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია
გუგეშაშვილის ყარაბაღი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია