გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

სარეაბილიტაციო კურსს განაგრძობს - უდინეზეს განცხადება ჩაკვეტაძეზე

გიორგი ჩაკვეტაძემ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი გამოიცვალა და „უოტფორდიდან“ „უდინეზეში“ გადავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისის ჩემპიონშიპში მისი პროდუქტიულობა დაბალი იყო, თავადაც და მის ერთგულ გულშემატკივრებსაც დიდი იმედი აქვთ, რომ გიორგი იტალიურ ფეხბურთს გაცილებით კარგად შეეწყობა, თუმცა გამორიცხული არ არის, საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა სეზონის სტარტი გამოტოვოს. ყოველ შემთხვევაში, ფრიულური კლუბის მიერ გავრცელებული განცხადება ამის მიმანიშნებელი უნდა იყოს.

რამდენიმე წუთის წინ „უდინეზეს“ სოციალურ ქსელში დაიწერა იმის თაობაზე, რომ ივნისის სანაკრებო პაუზის დროს მიღებული ტრავმა შეფასებული არის როგორც მარჯვენა ფეხის მეტარტაზალური ძვლის მოტეხილობა, რის გამოც ჩაკვეტაძე ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. ინფორმაცია საკმაოდ მოკლეა და დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ როდის შეძლებს გიორგი დაბრუნებას და საწვრთნელი პროცესის დროს სრულფასოვნად როდის დაიტვირთება.

ცნობისათვის, „უდინეზე“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის გარდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძეც თამაშობს, სამშობლოში 22 ივლისამდე დარჩება, რის შემდეგაც ავსტრიაში გაემგზავრება და 4 აგვისტომდე წინასასეზონო მზადების ეტაპს გაივლის. იტალიის სერია A-ს კი, ფრიულური კლუბი 22 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე გასული სეზონის აღმოჩენასთან, „კომოსთან“ მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინადადება რეალურია! - დავითაშვილმა შეთავაზება სერია A-ს კლუბისგან მიიღო
წინადადება რეალურია! - დავითაშვილმა შეთავაზება სერია A-ს კლუბისგან მიიღო