ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისგან სწორედ ამას ველოდი“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო

გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით მატჩში „ესპანიოლს“ შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ხვიჩამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. იმის მიუხედავად, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა ვერ შეძლო, ის ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ წინასასეზონო შეკრება შეაჯამა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

ლუჩიანო სპალეტი:

ისტორიული შემადგენლობა, რომელმაც „ნაპოლის“ რამდენიმე მაღალი დონის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა მისცა აღარ არის, ამიტომ, გვჭირდება რომ ეს შემადგენლობა ახლიდან ვიპოვოთ. ახლა გუნდის გაახალგაზრდავება მიმდინარეობს და ამას დიდი ენთუზიაზმით ვუდგები. ბუნებრივია, ამ პერიოდში გარკვეული ხარვეზებიც იქნება, მაგრამ ამ საკითხს ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მისგან სწორედ ამას ველოდი. ჩვენ ძალიან გვჭირდება მისი უნარები. მას შეუძლია ფეხბურთელის ერთი-ერთზე მოტყუება და შეტევაში თავისუფალი სივრცის კარგად ათვისება. ამის გარდა, ვხედავ, რომ ის ბევრს მუშაობს და ძლიერი ხასიათი აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს.

კვარას მომენტები ესპანიოლთან:

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები