იბრა ისევ "იუვენტუსში"?
იტალიური პრესის ინფორმაციით, მინო რაიოლა და მისი კლიენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურინში იმყოფებიან.
ვიზიტის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა პრესაში ვარაუდობენ, რომ ისინი მოლაპარაკებებს „იუვენტუსთან“ აწარმოებენ.
ზლატანი „ბებერ ქალბატონში“ 2004-2006 წლებში თამაშობდა და მისი რიგები მას შემდეგ დატოვა, რაც „იუვე“ „კალჩოპოლის“ სკანდალის გამო სერია ბ-ში დააქვეითეს.
35 წლის იბრაჰიმოვიჩი ამჟამად ტრავმას იშუშებს. ის თავისუფალი აგენტია და კლუბს ეძებს.