ბრიტნი გრაინერი
Aa
Aa

9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს - ბრიტნი გრაინერს განაჩენი გამოუტანეს

ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა და გრაინერი ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდაში და შენახვაში დამნაშავედ ცნეს. მას 1 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს და სასჯელს ხიმკის ციხეში მოიხდის.

ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, განვითარებული მოვლენების მიუხედავად, დრო, რომელსაც გრაინერი გისოსებს მიღმა გაატარებს, მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. ESPN-ის ცნობით, დიდი შანსია, რუსეთსა და აშშ-ს შორის პატიმრების გაცვლა მოხდეს და რუსულმა მხარემ ბიზნესმენი, ვიქტორ ბუტი მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გრაინერმა დანაშაული აღიარა და განაცხადა: „პატივცემულო მოსამართლე, მინდა, დანაშაული ვაღიარო, მაგრამ დავძინო, რომ ეს განზრახ არ გამიკეთებია და ჩემი განზრახვა რუსეთში არსებული წესების დარღვევა არ ყოფილა“. CBS-ის ცნობით, გრაინერის აღიარება წინასწარ გათვლილი ნაბიჯი იყო, რათა აშშ-სა და რუსეთს შორის დაკავებული ადამიანების გაცვლა მოხდეს.

ცნობისთვის, 31 წლის სპორტსმენს ბარგის დათვალიერებისას ელექტრონული სიგარეტის ვაზნები აღმოუჩინეს, რომლებიც ჰაშიშის ზეთს შეიცავდა. გრაინერი WNBA-ის ყოფილი კალათბურთელი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 2016 წლიდან იგი რუსეთში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხორხე მასვიდალი: „ილია თოფურიას ედსონ ბარბოზასნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია“
ხორხე მასვიდალი: „ილია თოფურიას ედსონ ბარბოზასნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია“