ბარსელონა
Aa
Aa

ფინანსური პრობლემები - რატომ ვერ არეგისტრირებს ბარსელონა ახალწვეულებს?

კატალონიის „ბარსელონა“ ახალ შენაძენებს ლა ლიგაში ამ დრომდე ვერ არეგისტრირებს. მიზეზი სახელფასო ლიმიტია, რომელიც ლა ლიგას აქვს დაწესებული, „ბლაუგრანას“ ბიუჯეტი კი ამ ლიმიტს საგრძნობლად აღემატება.

ესპანური მარკას მტკიცებით, ჟოან ლაპორტა ყველანაირად ცდილობს, რომ კლუბის შემოსავალი გაზარდოს, რითაც „ბარსელონა“ ლა ლიგის ეკონომიკური კონტროლის დეპარტამენტის მიერ მიღებულ მონაცემებს გაუთანაბრდეს. რამდენიმე დღის წინ კლუბის პრეზიდენტმა უწყებას წარუდგინა მონაცემები, რომელშიც ასახული იყო, რომ სატელევიზიო კომპანია Sixth Street-ს სატელევიზიო უფლებების 25% მიჰყიდა, რომელიც ამ უფლებებს მომდევნო 25 წლის განმავლობაში გამოიყენებს, ამან კი შიდა კაპიტალის 667 მილიონი ევროთი ზრდა გამოიწვია.

ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ლა ლიგის ფინანსური კონტროლის დეპარტამენტმა 517 მილიონის შემოსავალი გაითვალისწინა, რის შემდეგაც სხვაობამ 150 მილიონ ევრომდე შეადგინა. ამის გამო, კლუბის ინვესტორები აპირებენ, რომ კომპანია Barca Studios-ის აქციების 24,5% გაყიდონ, რითაც ბარსელონა დამატებით 100 მილიონი ევროს შემოსავალს ნახავს, დანარჩენ შემთხვევაში კი კლუბი თანხას ფეხბურთელების გაყიდვით გამოიმუშავებს და რიგ შემთხვევაში, გუნდში დარჩენის შემთხვევაში რამდენიმე ფეხბურთელს ხელფასის დაკლებაც მოუწევს. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას ხელმძღვანელებმა უკვე მოსთხოვეს ანაზღაურების შემცირება სერხიო ბუსკეცს და ხერარდ პიკეს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ბლაუგრანამ“ 140 მილიონი ევრო დახარჯა. კლუბმა 5 ფეხბურთელი იყიდა: ფრენკ კესი, ანდრეას კრისტენსენი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია და ჟიულ კუნდე. ამის გარდა, კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელთანაც გაახანგრძლივა კონტრაქტი: უსმან დემბელე, სერხი რობერტო, რონალდ არაუხო და გავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოთხოვნები წამოაყენა - რა შემთხვევაში წავა დეპაი ბარსადან?
მოთხოვნები წამოაყენა - რა შემთხვევაში წავა დეპაი ბარსადან?