დიეგო სიმეონე
Aa
Aa

ცრურწმენა არაფერ შუაშია | მარტივი მიზეზი, რატომაც ატლეტიკომ სასტუმრო შეცვალა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალი“ „ატლეტიკოს“ ხვდება. „მეთოფეებისა“ და „როხიბლანკოსის“ პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი ლონდონში გაიმართება. „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მსგავსად, სასტუმროსთან დაკავშირებული ამბავი ამჯერადაც ყურადღების ცენტრში მოექცა.

ემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მიმდინარეობისას, „არსენალმა“ „ატლეტიკო“ საშინაო სტადიონზე 4:0 დაამარცხა. იმ მატჩამდე მადრიდელები London Marriott Hotel Regents Park-ში ცხოვრობდნენ, ამჯერად კი სხვა სასტუმრო აირჩიეს. ბევრმა ამას დიეგო სიმეონეს გუნდის ცრურწმენა უწოდა, მაგრამ რეალობა სხვანაირია.

სასტუმროს საკითხზე სიმეონეს პრესკონფერენციის დროს ჰკითხეს და „ჩოლომ“ დაასახელა მარტივი მიზეზი, რის გამოც „როხიბლანკოსმა“ სხვა სასტუმრო აირჩია: „ოქტომბერთან შედარებით ბევრად უკეთ მიგვდის საქმე და სასტუმრო ბევრად იაფი იყო. სწორედ ამიტომ შევცვალეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შემთხვევაში ვითარება ოდნავ სხვანაირად იყო. ფრანგებს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, Infinity Hotel-ში დაბინავებულიყვნენ. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართა და მატჩამდე ლუის ენრიკეს გუნდი სწორედ Infinity Hotel-ში ცხოვრობდა.

„პარი სენ-ჟერმენს“ წარმატებული ტრადიციის დარღვევა არ სურდა და ცრურწმენის გამო გადაწყვიტა, იმავე სასტუმროში დარჩენილიყო. პრობლემა ისაა, რომ საშინაო მატჩებისას „ბაიერნი“ სწორედ Infinity Hotel-თან თანამშრომლობს. ეს სასტუმრო „ალიანც არენასთან“ 15 წუთის სავალზე მდებარეობს და სტადიონზე მისასვლელად იდეალური ადგილია. მიუნხენელებმა ხელმძღვანელობას კატეგორიული მოთხოვნა წაუყენეს და „პარი სენ-ჟერმენს“ სხვა სასტუმროს პოვნა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სად წავა მამუკელაშვილი? - „შარშან სხვაგან უფრო მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ“
სად წავა მამუკელაშვილი? - „შარშან სხვაგან უფრო მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ“