ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გვიხარია, ჩვენს გუნდში რომ თამაშობს" - მატეო პოლიტანო ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, მატეო პოლიტანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელმა შემტევმა „პარტენოპეის“ გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და ნეაპოლელთა ქომაგებს ის შთაბეჭდილებებიც გაუზიარა, რომლებიც „კვარამ“ დაუტოვა.

„კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ დროა საჭირო, რადგან ვიცით, რომ სერია A რთული ჩემპიონატია. იგი ძალიან პერსპექტიულია და მოხარულნი ვართ, ჩვენთან ერთად ასეთი ფეხბურთელი რომ იმყოფება“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ნაპოლი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და „ხირონას“ დაუპირისპირდება. იტალიური პრესის ინფორმაციით, „კვარამ“ შესაძლოა, დღევანდელი მატჩი გამოტოვოს. როგორც ირკვევა, სერიოზული არაფერია, თუმცა შანსი მაინც არსებობს, რომ ქართველი ფეხბურთელი დაასვენონ.

ცნობისთვის, პოლიტანომ „კვარაზე“ რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ახალწვეულებიდან ყველაზე მეტად ხვიჩამ გააოცა. მისი თქმით, „კვარა“ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და „პარტენოპეის“ რამდენიმე თამაშს აუცილებლად მოაგებინებს. გეტყვით იმასაც, რომ წინასასეზონო ეტაპზე კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცრვენა ზვეზდაში ირაკლი აზაროვის ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება
ცრვენა ზვეზდაში ირაკლი აზაროვის ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება