რომა, პსჟ
Aa
Aa

ბევრად ნაკლებ ხელფასს დათანხმდა - ვაინალდუმს რომაში ტრანსფერის დაჩქარება სურს

ჟოზე მოურინიოს მომავალ სეზონში სერიოზული გეგმები აქვს. „რომამ“ პაულო დიბალა გაიფორმა და ტამი აბრაჰამი შეინარჩუნა. ამით კი დიდი განაცხადი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი ტრანსფერების მოთხოვნას აგრძელებს.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „განსაკუთრებულს“ საკუთარ გუნდში ჟორჟინიო ვაინალდუმის ხილვა სურს. როგორც დი მარციო წერს, „პარი სენ ჟერმენი“ გამუდმებით იცვლის პოზიციას.

ამის პარალელურად, Corriere dello Sport იუწყება, რომ „ჯალოროსის“ ნიდერლანდელი ნახევარმცველის გაფორმება დონეცკის „შახტართან“ მატჩამდე სურს. შეგახსენებთ, რომ რომა უკრაინულ გუნდს 7 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ვიგებთ, რომ ჟორჟინიო პროცესის დასაჩქარებლად გაცილებით დაბალ ხელფასს და ბონუსს დათანხმდა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ვაინალდუმი სულ მალე „რომას“ მაისურს მოირგებს.

ცნობისთვის, ფრანგულ კლუბს თავდაპირველად ნიდერლანდელის გაშვება იჯარის წესით სურდა, მაგრამ „რომამ“ საბოლოო გამოსყიდვის უფლება მოითხოვა, რაზეც ჯერჯერობით უარი მიიღო. მხარეებს შორის მოლაპარაკება ისევ გრძელდება.

ცნობისთვის, ვაინალდუმს პსჟ-ში ადაპტაცია გაუჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელებმა მის წინააღმდეგ ბევრი არასასიამოვნო ნაბიჯი გადადგეს. ამის გამო კი გუნდში განხეთქილებაც შეიქმნა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ლეანდრო პარედესის ძირითად შემადგენლობის თამაშის სურვილი იყო.

ვაინალდუმი პსჟ-ში

ნიდერლანდელი ნახევარმცველი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, ვაინალდუმმა „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 38-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოჩეტინო: „რეალთან არ გაგვიმართლა, პსჟ-ში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აინტერესებთ
პოჩეტინო: „რეალთან არ გაგვიმართლა, პსჟ-ში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აინტერესებთ"