ლა ლიგას ახალი სპონსორი ჰყავს - 30 მილიონი და 5-წლიანი კონტრაქტი
Aa
Aa

ლა ლიგას ახალი სპონსორი ჰყავს - 30 მილიონი და 5-წლიანი კონტრაქტი

ლა ლიგას ახალი სპონსორი ეყოლება. Marca-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, Banco Santander-ის ნაცვლად, ესპანეთის ჩემპიონატს EA Sports დაასპონსორებს. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და ვიდეოთამაშების მწარმოებელი ცნობილი კომპანია ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

ხელშეკრულება ძალაში 2023-24 წლების სეზონიდან შევა და მიმდინარე გათამაშება ბოლო იქნება, რომელშიც ლა ლიგას Banco Sandander დაასპონსორებს. ეს უკანასკნელი ესპანეთის ჩემპიონატს ყოველწლიურად 17 მილიონ ევროს უხდიდა, რაც EA Sports-ის წინადადებაზე 13 მილიონით ნაკლებია.

საინტერესოა, რომ 2022 წლის დასაწყისში, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ახალი სპონსორის მოსაძიებლად ყველაფერი გააკეთა. Marca-ს ცნობით, იგი დარწმუნებული იყო, რომ უკეთესი გარიგების დადებას შეძლებდა და საბოლოოდ, მიზანს მიაღწია. ლა ლიგა EA Sports-თან თანამშრომლობას ოპტიმისტურად უყურებს და თვლის, რომ ფინანსური სარგებლის გარდა, ეს კოლაბორაცია ახალგაზრდებში ესპანური ფეხბურთის პოპულარობას გაზრდის.

ავტორიტეტულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, შეთანხმების მიხედვით, ყველა ვიზუალური ელემენტი შეიცვლება, რომელთა შორის ლოგო, ფონტი და გრაფიკული გამოსახულებები გახლავთ. Marca-ს ცნობით, ლა ლიგის სურვილი იყო, რომ მისი ახალი სპონსორი ტექნოლოგიურ სექტორში მოღვაწე კომპანია ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ლეგენდა: „თოფურია ძალიან, ძალიან კარგი მებრძოლია, ბარბოზა მკვლელს ხვდება
UFC-ის ლეგენდა: „თოფურია ძალიან, ძალიან კარგი მებრძოლია, ბარბოზა მკვლელს ხვდება"