ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საუკეთესო სიურპრიზია" - გავლენიანი იტალიური გამოცემები ხვიჩაზე წერენ

გავლენიანი იტალიური გამოცემები, Gazzetta dello Sport-ი და Corriere dello Sport-ი „ნაპოლის“ შესახებ სტატიებს აქვეყნებენ და ხვიჩა კვარაცხელიაზე გვესაუბრებიან. Gazzetta „კვარას“ საუკეთესო სიურპრიზს უწოდებს, ხოლო Corriere მის დახასიათებას გვთავაზობს.

Gazzetta dello Sport: „შეტევაში საუკეთესო სიურპრიზი ხვიჩა კვარაცხელიაა. ნაპოლის კონტურები ბოლომდე გამოკვეთილი ჯერ არაა და ამის გამო ხალხი უკმაყოფილოა, თუმცა უნდა ითქვას, რომ პარტენოპეიმ სოლიდური სათამაშო სქემა შეინარჩუნა და საინტერესო ტაქტიკური ჰიპოთეზაც მოჩანს. შესაძლოა, ნაპოლი სერია A-ს ყველაზე ვერტიკალური და ყველაზე სწრაფი ფანტაზიის უნარის მქონე გუნდი აღმოჩნდეს, რომელსაც კვარა, ლოსანო და ოსიმენი ჰყავს“.

Corriere dello Sport: „წლების განმავლობაში, სატრანსფერო ბაზარზე მყოფი მაღალი დონის ფეხბურთელები ყოველთვის ინგლისისკენ, ესპანეთისკენ და პარიზისკენ მიემართებოდნენ. პრემიერ ლიგას, ლა ლიგასა და პარი სენ-ჟერმენს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა შეუძლიათ. წლების განმავლობაში, იტალიური სატრანსფერო ბაზარი მეორადების მაღაზიას წააგავდა, თუმცა ამ ზაფხულს რაღაც შეიცვალა და ახალი იდეა გაჩნდა, რომლის სახელიც „ტექნიკა“ გახლავთ.

დიბალა რომაში, მხითარიანი ინტერში, დი მარია იუვენტუსში, კვარაცხელია ნაპოლიში, ადლი და დე კეტელარე მილანში, მირანჩუკი ტორინოში, კანჩელიერი ლაციოში, ილიჩიჩი ბოლონიაში, კაპრარი მონცაში, ბაირამი ფიორენტინაში. ამ 11 ფეხბურთელს ერთმანეთთან ბევრი რამ აქვთ საერთო: ფანტაზიის უნარი, კრეატიულობა, დრიბლინგის უნარი, პასების გაკეთების უნარი, გოლების გატანის უნარი. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდების შეცვლა, მათი გამდიდრება, შთამბეჭდავ გუნდად ქცევა და მათთვის რაღაც საოცრების მიცემა შეუძლიათ. იტალიურ ფეხბურთში ახალი გზა გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა ნამდვილად არის: ნაკლები ბალანსი და მეტი ტექნიკურობა, რაც უფრო მხიარულ თამაშებს უდრის.

სპალეტიმ გაიღიმა, როცა კვარაცხელია პირველ ამხანაგურ მატჩებში იხილა და ამ შემთხვევაშიც, საქმე ბრწყინვალე ტექნიკასთან გვაქვს. ქართველმა იცის, მეტოქე როგორ ჩამოიშოროს, როგორ აჩქარდეს, ბურთი წინ როგორ წაიღოს და თავისუფალი თანაგუნდელი როგორ დაინახოს. იგი ჩემპიონი ინსინიეს ღირსეული შემცვლელია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ წინასასეზონო ეტაპზე „ნაპოლის“ შემადგენლობაში 4 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს, კვლავ ესპანური „ხირონას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ლეგენდა: „თოფურია ძალიან, ძალიან კარგი მებრძოლია, ბარბოზა მკვლელს ხვდება
UFC-ის ლეგენდა: „თოფურია ძალიან, ძალიან კარგი მებრძოლია, ბარბოზა მკვლელს ხვდება"