ხვიჩა კვარაცხელია, გავი
Aa
Aa

5 ახალგაზრდა, ვისაც თვალი უნდა ვადევნოთ - კვარა გავისა და სხვების გვერდით

101greatgoals.com-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ის ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც 2022-23 წლების სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ. ავტორმა 5 მოთამაშე გამოარჩია და ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

„გააჩნია, რომელი თაობის წარმომადგენელი ხართ და ამის მიხედვით, შეიძლება, გაგიჭირდეთ ან არ გაგიჭირდეთ, გაიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპული ფეხბურთის უმაღლეს ეშელონებში სახელი გაითქვა. მათ, ვისაც ეს არ უჭირთ, თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი ახსენდებათ, საქართველოში დაბადებული მომდევნო პოტენციური ვარსკვლავი კი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

21 წლის ასაკის მიუხედავად, იგი საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი უკვე ორჯერ გახდა. ნიჭიერმა გარემარბმა რუბინში იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ნაპოლიმ სწორ გადაწყვეტილებად ჩათვალა, იგი ლორენცო ინსინიეს მემკვიდრის სტატუსით შეეძინა. თუ ფაბიო კაპელოს მიერ ნათქვამი სიტყვები რეალობასთან ახლოსაა, შესაძლოა, 2022-23 წლების სეზონი კვარაცხელიასთვის სერიოზულ გარღვევად იქცეს“.

გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩას გარდა, ბენიამინ შეშკო (ზალცბურგი, 19 წლის), კამალდინ სულემანა (რენი, 20 წლის), პიერო ინკაპიე (ლევერკუზენი, 20 წლის) და გავი (ბარსელონა, 17 წლის) გამოარჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც ნეფთჩის ინტერესზე გავიგე, ერთ საათში უკვე ჩემოდანს ვალაგებდი“ - საბა კვერკველიას ინტერვიუ
„როდესაც ნეფთჩის ინტერესზე გავიგე, ერთ საათში უკვე ჩემოდანს ვალაგებდი“ - საბა კვერკველიას ინტერვიუ