„ამას არ ველოდით“
„ამას არ ველოდით“
ბრაზილია მეოთხედფინალშია
ბრაზილია მეოთხედფინალშია
გმირი ხორვატიიდან
გმირი ხორვატიიდან
ნეიმარი ბრუნდება
ნეიმარი ბრუნდება
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
იბრა ბრუნდება
იბრა ბრუნდება
დოლიძის გამარჯვება
დოლიძის გამარჯვება
3 თვეს გამოტოვებს
3 თვეს გამოტოვებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
სტიაუა - საბურთალო: მატჩის წინ
Aa Aa
27 ივლისი 2022  |  23:42

სტიაუა - საბურთალო: მატჩის წინ

ხვალ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “საბურთალო” ბუქარესტში ადგილობრივ FCSB-ს დაუპირისპირდება. რუმინელი ჟურნალისტების წინაშე ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი ლაშა ნოზაძე ვარჯიშის დაწყებამდე ფორვარდ ირაკლი სიხარულიძესთან ერთად წარსდგა:

ლაშა ნოზაძე:

„მოგესალმებით ყველას. ხვალ რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ თბილისში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, თუმცა ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო. მეტოქე სერიოზულია, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. საქართველოს დედაქალაქში შემტევი და ლამაზი სანახაობის მატჩი ვაჩვენეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.

– პირველი მატჩისგან განსხვავებით რუმინულ კლუბში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. განმეორებით მატჩში გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, ასევე არ იქნება კაპიტანი. ეს ფაქტორი უპირატესობას არ გაძლევთ?

– არ მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მართალია, არ იქნება გუნდის კაპიტანი, თუმცა მეტოქე კლუბში სხვა ბევრი გამოცდილი და საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს. რაც შეეხება მწვრთნელის ცვლილებას – ეს ფაქტორი ხან დადებითად მოქმედებს, ხანაც საპირისპიროდ. ასე, რომ დაველოდოთ მატჩს…

– FCSB-ს ეთამაშებით თუ “სტიაუას”?

– FCSB-ს, რადგან უეფაში კლუბი სწორედ ამ სახელითაა დარეგისტრირებული.

– რუმინული კლუბისთვის თბილისში ცუდი თამაში გამოვიდა. რას ფიქრობთ FCSB-ზე?

– დაგეთანხმებით, რომ არ იყო ის თამაში, რასაც ელოდით. ბევრად უკეთესად შეუძლია მეტოქეს თამაში, თუმცა ხდება-ხოლმე, რომ გუნდს ვერ გამოსდის თამაში. ჩვენ თბილისში საინტერესო ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა გარჯა უფრო უკეთესადაც შეგვიძლია. ხვალ, მაქსიმალური მობილიზება და ყურადღებით თამაში გვმართებს, თუ გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

– თუ ხვალ შემდეგ ეტაპზე გახვედით, დიდი სურპრიზი იქნება. რა შანსები გავქთ, რომ მესამე ეტაპზე თქვენ ითამაშოთ?

– ამ წყვილში ფავორიტი მეტოქეა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ ბოლომდე ბრძოლასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ.

ირაკლი სიხარულიძე:

„სასიამოვნოა, რომ ასეთი დიდი ისტორიის კლუბს ვეთამაშებით. მართალია, თბილისში მინიმალური სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ მსგავსი ტურნირების დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო.

პირველ მატჩში გამარჯვება უკვე დავიწყებული გვაქვს და სერიოზულად ვემზადებით განმეორებითი შეხვედრისთვის. ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ და ორი თამაშის ჯამში საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ძალიან გვინდა ეს წარმატება. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გაიხარებს და ხალხს დიდ სიხარულს მივანიჭებთ.

რუმინული კლუბების წინააღმდეგ მაქვს თამაშის გამოცდილება. მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ, თუმცა ფეხბურთის დონე გათანაბრებულია და თამაში ყველა მოწინააღმდეგესთან შეიძლება“.

წყარო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
"ნგრევა თავისი გიჟური მანერით" - Football Italia კვარაცხელიაზე წერს