ლაზარე კუპატაძე
Aa
Aa

ეს ვარიანტი გამორიცხულია - კუპატაძე ბუქარესტის დინამოში არ გადავა

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის ''დინამოსა'' და ლაზარე კუპატაძეს შორის თანამშრომლობა შეწყდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში აღარ ითამაშებს.

CrystalSport-ის ცნობით, ინფორმაცია კუპატაძის ბუქარესტის ''დინამოში'' გადასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, მეკარე რუმინულ კლუბში არ გადავა. ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე ზაფხულში კუპატაძე პოლონური კლუბების, ''ლეხისა'' და ''ლეგიას'' რადარზე იყო, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

26 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, ბათუმის ''დინამოში'' 2021 წლიდან თამაშობდა, აჭარული გუნდის რიგებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 51 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში ბათუმის ''დინამოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ლაზარეს ასევე უთამაშია ''საბურთალოში'' (2013-15, 2017-18, 2019-20), თბილისის ''ლოკომოტივსა'' (2015-16) და ლუქსემბურგულ ''ჟენესში'' (2019). 2018 წელს ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მის გეგმებში აღარ ვჯდებოდი'' - კუპატაძე გეგუჩაძესთან შეხვედრაზე
''მის გეგმებში აღარ ვჯდებოდი'' - კუპატაძე გეგუჩაძესთან შეხვედრაზე