17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის რომში გაიმართება. ტურნირი სტარტს, 25 ივლისს აიღებს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ღირსებას შემდეგი მოჭიდავეები დაიცავენ:

45 კგ - გიორგი კოჩალიძე

51 კგ - ანრი ხოზრევანიძე

55 კგ - საბა სურმანიძე

60 კგ - ავთანდილ მამალაძე

65 კგ - ალექსანდრე რუსიტაშვილი

71 კგ - ანრი ფუტკარაძე

80 კგ - ლუკა გელაშვილი

92 კგ - გორ აივაზიანი

110 კგ - დავით მგელაძე

შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი მამუკა სულთანიშვილია. მას ასისტენტობას უჩა შავაძე, დევი რეხვიაშვილი და მარად აბულაძე უწევენ.

მიმდინარე ზაფხულში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე - ზუროსმა სლოვენიური შეკრება დაგეგმა
ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე - ზუროსმა სლოვენიური შეკრება დაგეგმა