ბერნარდესკი "იუვეს" შეუთანხმდა
ფედერიკო ბერნარდესკიმ „ფიორენტინას“ გამოუცხადა, რომ „იუვენტუსს“ კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და „არტემიო ფრანკიდან“ წასვლა სურს.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ 5 წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა. მისი წლიური ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.
ცნობილია, რომ „ფიორენტინა“ ამ ტრანსფერში 50 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა იტალიური პრესა წერს, რომ „იუვე“ ფლორენციელებს 40 მილიონსა და ბონუსებს, ან 40 მილიონსა და ერთ ფეხბურთელს - ტომას რინკონს ან სტეფანო სტურაროს შესთავაზებს.