ნაგოია ბაშო: ტოჩინოშინმა გადამწყვეტი ბრძოლა უშანსოდ წააგო
„ნაგოია ბაშოს“ დასკვნით ფინალურ დღეს, ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა იუტაკაიამას დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ორივე სუმოტორისთვის ფინალის ტოლფასი ბრძოლა იყო, რადგან ორივე მათგანს ბალანსი 7-7-ზე ჰქონდა და დამარცხების შემთხვევაში წოდების დაქვეითება ელოდა. გამარჯვებული კი დადებით ბალანსს იფორმებდა.
ლევანმა ბრძოლა სუსტად დაიწყო, მეტოქემ ძალაში აშკარად დაჯაბნა და დოჰიოდან წამებში გადაიყვანა.
დღევანდელ დღემდე ტოჩინოშინი იუტაკაიამას ჯამში სულ 7-ჯერ შეხვდა და 6-ჯერ მისი დამარცხება შეძლო.