MotoGP, რბოლა, მოტორბოლა
Aa
Aa

ეგონა რომ რბოლა დამთავრდა - ესპარგაროს კურიოზული შეცდომა MotoGP-ის გრან პრიზე

MotoGP-ის კატალონიის გრან პრი ალეიქს ესპარგაროსთვის უიღბლო გამოდგა. 23 წრის დასრულების შემდეგ, Aprilia Racing Team-ის მოტომრბოლელს ეგონა რომ რბოლა დასრულდა და შენელება დაიწყო, არადა ფინიშამდე კიდევ ერთი წრე იყო დარჩენილი. ესპარგაროს რამდენიმე წამი დასჭირდა იმისთვის, რომ გაეაზრებინა რა ხდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ის უკვე მე-2 ადგილიდან მე-5 ადგილზე იყო. ესპანელმა მრბოლელმა სცადა რამდენიმე პოზიცია მაინც დაებრუნებინა, თუმცა ვერ მოახერხა და კატალონიის გრან პრი მე-5 ადგილზე დაასრულა.

ამ შეცდომის გამო 32 წლის მოტომრბოლელმა, მსოფლიო ჩემპიონატის 9 ქულა დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები