„ყველანი შოკში ვართ
Aa
Aa

„ყველანი შოკში ვართ" - დორტმუნდის ფეხბურთელს სიმსივნე დაუდგინდა

„დორტმუნდის“ ფეხბურთელს, სებასტიან ალერს, რომელიც „შავ-ყვითლებმა“ ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად იყიდეს, მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა. დილით გამართული ვარჯიშისას კოტ-დივუარელმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო პროცედურების შემდეგ, სათესლე ჯირკვლის სიმსივნე გამოუვლინდა.

მომხდართან დაკავშირებით, „დორტმუნდმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 28 წლის ფეხბურთელმა მოსამზადებელი ეტაპი დატოვა. ალერს დამატებით ტესტებს ჩაუტარებენ და მის დიაგნოზთან დაკავშირებით, ბევრი რამ უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

„ეს სიახლე, როგორც სებასტიანისთვის, ისე ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი შოკი იყო. დორტმუნდის მთლიანი ოჯახი იმედოვნებს, რომ იგი, რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდება და მასთან ჩახუტებას მალე შევძლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან საუკეთესო მკურნალობა მიიღოს“, - განაცხადა გერმანული გრანდის სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან კელმა.

ალერის დიაგნოზს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და 28 წლის ფეხბურთელს მხარდაჭერა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მას სპეციალურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ და დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ბურთი მოიგერია - მამარდაშვილმა დორტმუნდთან გაიბრწყინა
5 ბურთი მოიგერია - მამარდაშვილმა დორტმუნდთან გაიბრწყინა