ორი ახალწვეული პარი სენ-ჟერმენში - ეკიტიკი და რენატო სანჩესი პარკ დე პრენსზე
Aa
Aa

ორი ახალწვეული პარი სენ-ჟერმენში - ეკიტიკი და რენატო სანჩესი პარკ დე პრენსზე

„პარი სენ-ჟერმენი“ შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. ფრანგულ გრანდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, კრისტოფ გალტიე უახლოეს პერიოდში ორ ფეხბურთელს დაიმატებს.

იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი იუწყება, რომ პსჟ უგო ეკიტიკს გაიფორმებს. „პარი სენ-ჟერმენმა“ „რეიმსთან“ შეთანხმებას მიაღწია და სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნა. სატრანსფერო თანხა 30 მილიონი ევროა, რასაც ბონუსები დაემატება. კონტრაქტში არ ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ეკიტიკს „რეიმსში“ იჯარის წესით დატოვებენ და მომდევნო სეზონში იგი „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას დაიცავს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთ ტრანსფერს უნდა ველოდოთ. რენატო სანჩესი „პარკ დე პრენსზე“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია და პარიზელები მიზანს მალე მიაღწევენ. სატრანსფერო თანხა 12 მილიონი ევრო იქნება და გარიგებას წინ არაფერი უდგას.

შეგახსენებთ, რომ იმავე Le Parisien-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ 11 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს და ამ ზაფხულს, პარიზში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კვარა დამიძახეთ, დიახ კვარადონაც მომწონს" - ხვიჩას პირველი ინტერვიუ ნეაპოლში