რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

სტერლინგი სიტის დაემშვიდობა: აქ 20 წლის ასაკში მოვედი და დღეს მივდივარ როგორც კაცი

რაჰიმ სტერლინგმა „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ ქომაგებსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა და „მანჩესტერ სიტის“ დაემშვიდობა.

„შვიდი სეზონი. თერთმეტი მთავარი თასი. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

სამწვრთნელო შტაბი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში წლების განმავლობაში. ჩემი პარტნიორები, რომლებიც ჩემთვის უფრო მეტი გახდნენ, ვიდრე უბრალოდ ისინი, ვისთან ერთადაც მინდორზე გავდივარ. ყველა თანამშრომელი, ოფისის თანამშრომლები, გულშემატკივრები, რომლებიც დაუღალავად მხარს უჭერდნენ გუნდს. მე არ შემიძლია სრულად გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ.

მადლობელი ვარ ყველა აღმავლობისთვის. და დაცემა, რომელსაც მე წავაწყდი, იყო ჩემი ძალისა და ხასიათის გამოცდა. ამან მომცა საშუალება წარმომეჩინა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია თქვენს წინაშე. მანჩესტერში 20 წლის ასაკში მოვედი და დღეს მივდივარ როგორც კაცი.

გმადლობთ თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო მანჩესტერ სიტის მაისური მორგება“,

- წერს ინგლისელი სოციალურ ქსელში.

სტერლინგი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. ლონდონელები 47,5 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, დამატებით 2,5 მილიონს ბონუსების სახით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორბელიძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს
გიორბელიძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს