„ანომალია, რომელმაც ბალანსი დაარღვია
Aa
Aa

„ანომალია, რომელმაც ბალანსი დაარღვია" - Marca ბორჯღალოსნების გამარჯვებაზე წერს

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ იტალიასთან მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა. Marca-ს თქმით, „ბორჯღალოსნების“ წარმატებამ მსოფლიო რაგბში არსებული ბალანსი დაარღვია და ბევრი რამ შეცვალა.

„ექვს ერში და სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო ჩემპიონატებში პლეიოფის შემოღების საკითხი აქტუალური თემაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებსა და გუნდებში, რომლებსაც ამ ტურნირებზე წარმომადგენლები არ ჰყავთ. საუბარი ჩაკეტილ გათამაშებებს ეხება, რომელთა მმართველ ორგანოებს სრული ძალაუფლება აქვთ და როგორც ჩანს, მათთვის ტურნირის გაუმჯობესება რომელიმე წევრის ადგილის რისკის ქვეშ დაყენებას არ გულისხმობს.

აღნიშნული ტურნირების მმართველ ორგანოებს ეკონომიკური სტაბილურობის გარდა, არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ტიერ 1-ის გუნდებსა და სხვა გუნდებს შორის სათამაშო დონის მხრივ, უდიდესი სხვაობაა, მსოფლიო რაგბის მმართველები კი ამ საკითხს პრობლემად არ აღიქვამენ. ისინი დიდად მხარს არ უჭერენ, რომ ტიერ 1-ისა და ტიერ 2-ის გუნდების გზები ხშირად გადაიკვეთოს. არადა, ტიერ 2-ის გუნდებმა რომ პროგრესს მიაღწიონ, სწორედ ესაა საჭირო.

რეალურად, ტიერ 1-ის გუნდებს ტიერ 2-ის გუნდების დამარცხება არ უჭირთ, მაგრამ გასულ კვირას „ანომალიას“ ჰქონდა ადგილი. საქართველომ, რომელიც ექვსი ერის B დივიზიონში ან თუ გნებავთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატში, ყველაზე ძლიერი გუნდია, იტალია 28:19 დაამარცხა და ექვსი ერის წარმომადგენლის წინააღმდეგ ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მართალია, ეს ექვსი ერის ყველაზე სუსტი ნაკრების წინააღმდეგ გააკეთა, მაგრამ ბორჯღალოსნების გამარჯვება ისტორიული ნამდვილად იყო. მატჩამდე იტალია მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერი გახლდათ და საქართველოს უსწრებდა, თუმცა ბორჯღალოსნებთან მარცხის შემდეგ, მე-14 ადგილამდე დაქვეითდა. აძურის ექვს ერთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს და საქართველოს ნაკრების თავკაცი, ლევან მაისაშვილი თვლის, რომ ეს გამარჯვება მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის კარს ვერ გაუღებს“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ ზაფხულის ტესტების დასკვნით შეხვედრას 16 ივლისს ქუთაისში „აია არენაზე“ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მირჩევნია დარჩეს" - სპალეტიმ კულიბალის ტრანსფერზე ისაუბრა