ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

"აქ მეფესავით იქნება" - ხვიჩა და დიბალა ერთად? ნეაპოლური პრესა გააქტიურდა

დიბალას მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. აშკარაა, რომ მისი წაყვანა „ინტერს“ აღარ უნდა, რადგან „ნერაძურიში“ ჟეკო, ლუკაკუ და ლაუტარო არიან. არგენტინელის მსურველთა სია არც ისე დიდია. ჩამონათვალში „რომაც“ ფიგურირებს, თუმცა პაულოს მოთხოვნილ ხელფასს „ჯალოროსი“ ვერ დააკმაყოფილებს.

28 წლის არგენტინელით „ნაპოლიც“ დაინტერესდა და მას შეთავაზება გაუკეთა. არსებობს შანსი, რომ დიბალამ და კვარაცხელიამ ერთ გუნდში ითამაშონ. ამ ინფორმაციას ნეაპოლური გამოცემა Kiss Kiss Napoli ავრცელებს.

ჟურნალისტი ვალტერ დე მაჯიო შემდეგ რამეს წერს:

„დიბალა მხოლოდ იდეა აღარ არის. ეს უკვე რაღაც კონკურენტულია. „ნაპოლი“ მას კარგად აკვირდება და შეთავაზება გაუკეთა. პაულო „ინტერს“ აღარ სჭირდება, რადგან იქ ლუკაკუ, ლაუტარო და ჟეკო ირიცხებიან.

„რომა“ მას ხელფასს ვერ გადაუხდის. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დიბალა „ნაპოლიში“ წავა. „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მიმზიდველი რამ გახლავთ. დიბალა აქ მეფესავით იქნება. ნეაპოლში არგენტინელები ძალიან უყვართ და მას გულშემატკივრები დიდი სიყვარულით მიიღებენ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ყურადღება ტაქტიკურ საკითხებზე და ორი საყვედური - ხვიჩას ვარჯიშები ნაპოლიში
დიდი ყურადღება ტაქტიკურ საკითხებზე და ორი საყვედური - ხვიჩას ვარჯიშები ნაპოლიში