პირადი შეფები და ალკოჰოლი აიკრძალა - ტენ ჰაგის ახალი წესები მანჩესტერში
Aa
Aa

პირადი შეფები და ალკოჰოლი აიკრძალა - ტენ ჰაგის ახალი წესები მანჩესტერში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა გუნდში ცვლილებები განახორციელა და ახალი წესები დანერგა. ნიდერლანდელის რეფორმებზე Mirror-ი გვესაუბრება და ყურადღებას 5 ახალ წესზე ამახვილებს.

- ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშზე ან გუნდის შეხვედრებზე დააგვიანებს, მონაწილეობას ვერც ერთ ზემოთ ხსენებულ აქტივობაში ვერ მიიღებს და გამონაკლისი არავინ იქნება.

- სამატჩო კვირებისას ალკოჰოლის მიღება აიკრძალება. ნიდერლანდელი აპირებს, ალკოჰოლის მიღება მთელი სეზონის განმავლობაში აკრძალოს.

 - ტენ ჰაგმა ფეხბურთელებს პირადი შეფების აყვანა აუკრძალა. მას სურს, მოთამაშეებმა საკვები კარინგტონის ბაზაზე მდებარე სამზარეულოდან მიიღონ. ამასთან, იგი აპირებს, მენიუ მთლიანად შეცვალოს და მასში თევზი და ბოსტნეული უფრო დიდი რაოდენობით შეიტანოს. თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალური გეგმა დაენიშნება, რომლის მიხედვითაც საკვებს მიიღებს და მათ აქტიურად გააკონტროლებენ.

- მოთამაშეებს უფლება არ ექნებათ, თავიანთი წუხილი ან საჩივარი აგენტებთან ან სხვა წყაროებთან საუბრისას გამოთქვან. თუ ფეხბურთელებს რაიმე პრობლემა ექნებათ, ამის შესახებ მწვრთნელს უნდა გაესაუბრონ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერში“ კვლავ დაძაბული ვითარებაა, რაც კრიშტიანუ რონალდუს სამომავლო გეგმებს უკავშირდება. პორტუგალიელს კლუბის დატოვება სურს და მის წასვლაზე აქტიურად იწერება, რაც ვითარებას ამძიმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 რამ, რაც მის შესახებ არ იცოდით - Calciomercato კვარაცხელიაზე წერს
5 რამ, რაც მის შესახებ არ იცოდით - Calciomercato კვარაცხელიაზე წერს