ბაიერნი, ბენჟამინ პავარი
Aa
Aa

მომავალზე დაფიქრდა - პავარმა შესაძლოა ბაიერნი დატოვოს

მიუნხენის „ბაიერნის“ გარშემო გამუდმებით რობერტ ლევანდოვსკის სახელი ისმის, თუმცა კლუბიდან წასვლა სხვა ფეხბურთელსაც ემუქრება. საუბარი ბენჟამინ პავარზეა, რომელსაც „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

Sky Sports-ის ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ პავარი შესაძლოა სხვა გუნდში ვიხილოთ. ამის შესახებ ორივე მხარემ ისაუბრა და მომავალი წარმოდგენილი აქვთ.

ფრანგი უკანახაზელის გადაბირებით ჯერჯერობით მხოლოდ ტურინის „იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“ ინტერესდებიან. უფრო მეტ ყურადღებას „ბიანკონერი“ იჩენს, რადგან შესაძლოა იუვე მატიას დე ლიხტმა დატოვოს და მისი შემცვლელის პოვნა აუცილებელი გახდება.

Transfermarkt-ის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პავარის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა და დიდი ალბათობით „ბაიერნი“ მეტს არ მოითხოვს, რადგან 2 წელიწადში მას ხელშეკრულება ეწურება.

პავარი „ბაიერნში“

ფრანგი ფეხბურთელი გერმანულ გრანდს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ბენჟამინმა „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 119-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი ჩავის: „ძალიან მინდა შენთან ვარჯიში
ლევანდოვსკი ჩავის: „ძალიან მინდა შენთან ვარჯიში"