"ლივერპული" კეიტაში 80 მილიონს იხდის
„ლივერპული“ მზადაა, რომ „ლაიფციგს“ ნაბი კეიტას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ცოტა ხნის წინ მერსისაიდელები გერმანელებს თავიანთი წინადადებით დაუკავშირდნენ, თუმცა „ლაიფციგმა“ პრინციპული პოზიცია დაიჭირა და მტკიცედ გამოაცხადა, რომ კეიტა 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება.
თავად კეიტამ ამ საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ლივერპული“ დიდი გუნდია და იქ თამაშზე უარს არ იტყოდა, თუმცა დაამატა, რომ ჯერჯერობით ტრანსფერზე „ლაიფციგის“ მწვრთნელს არ დალაპარაკებია.