დინამო ბათუმი, ვლადიმირ ვაისი, სლოვანი
Aa
Aa

სლოვანი - დინამო ბათუმის მატჩს პრემიერლიგის ცნობილი არბიტრი განსჯის

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის, დინამო ბათუმის მეტოქე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ვლადიმირ ვაისისა და გურამ კაშია-ჯაბა კანკავას სლოვანი იქნება.

დინამო ბათუმი სლოვაკეთის ჩემპიონის წინააღმდეგ პირველ შეხვედრას 6 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათიდან გამართავს, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 13 ივლისს, 21:00 სააითიდან, ბათუმში შედგება.

6 ივლისს, ბრატისლავის ტეჰელნე პოლეს არენაზე, ინგლისელი არბიტრები იმსაჯებენ. მთავარ გადაწყვეტილებებს დევიდ ქუტი მიიღებს, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობია, მას ასისტენტობას იან ჰასენი და ნიკ ჰოპტონი გაუწევენ, მე-4 არბიტრის ფუნქციას კი ჯონ ბრუკსი შეითავსებს.

ინგლისის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში 39 წლის დევიდ ქუტი მთავარი არბიტრის რანგში 20 მატჩში გამოჩნდა, 90 ყვითელი, 1 წითელი ბარათი ბარათი გამოიყენა და 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

საბოლოო ჯამში, მისი კარიერა 391 შეხვედრას ითვლის, მათ შორის: 1 351 ყვითელ და 28 წითელ ბარათს. სხვადასხვა დროს მას პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება 89-ჯერ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი"