ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

''საჭირო დროს სწორ ადგილზე მოვხვდი'' - მამარდა მარკას ესაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ''ვალენსიას'' ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გასული სეზონის შესახებ მადრიდულ MARCA-ს ესაუბრა.

''მოსამზადებელი ეტაპი მალე დაიწყება. ახლა ბედნიერი და ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ გასულთან შედარებით ახალი სეზონი ბევრად უკეთესი იყოს.

გასულ სეზონში ბრწყინვალე გამოცდილება მივიღე. მაქსიმალურად შევეცდები, რომ მიღებული გამოცდილება უახლოეს სეზონებში გამოვიყენო.

''ვალენსიაში'' მეორე გუნდში სათამაშოდ ჩავედი. საჭირო დროს სწორ ადგილზე მოვხვდი და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. ''ვალენსიაში'' პირველი ნაბიჯები შთამბეჭდავი და ძალიან ემოციური იყო. შემდეგ სეზონში ჩემი მიზანი მაქსიმალურად მეტი თამაშის ჩატარება იქნება. ასევე, კლუბის მიზანი ევროსაგზურის მოპოვება იქნება.

საქართველოს დატოვების შემდეგ ლა ლიგაში მოხვედრა დიდი შრომისა და მცირე იღბალის შედეგია. ახლა პირველი გუნდის წევრი და მზად ვარ მაქსიმალურად მეტ შეხვედრაში ვითამაშო.

''სევილიასთან'' მარცხის შემდეგ ოთხი თვე სათადარიგოთა სკამზე გავატარე. სასტარტოში დაბრუნებისთვის ბევრი ვიმუშავე. ეს სიტუაციის შეცვლის ერთადერთი გზა იყო. მას შემდეგ რაც სასტარტოში თამაში დავიწყე, თავდაჯერებულობა მომემატა და ლიგასთან ადაპტაციის კუთხით პროგრესი ვაჩვენე. ამის შემდეგ ყველაფერი გამიადვილდა.

გასული სეზონის ლა ლიგაში ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ქარიმ ბენზემამ, ლუკა მოდრიჩმა და პედრიმ მოახდინეს''.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერკველია აზერბაიჯანში ითამაშებს - ქართველი მცველი ნეფთჩის შეუთანხმდა
კვერკველია აზერბაიჯანში ითამაშებს - ქართველი მცველი ნეფთჩის შეუთანხმდა