მილანი, ტორინო, ატალანტა, ანდრეა ბელოტი
Aa
Aa

მილანმა უარი უთხრა - ბელოტი მონაკოში მიდის

7-წლიანი ზღაპარი დასრულდა. ანდრეა ბელოტიმ 30 ივნისს ტორინო თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის თავდამსხმელი კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის, ყველანაირი დეტალი შეთანხმებულია და ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურად გამოცხადდება.

გამოცემა Football Italia წერს, რომ ბელოტის ოცნება „მილანში“ თამაში იყო. მეტიც, აგენტმა საკუთარი კლიენტი „როსონერის“ შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. აღნიშნული წყაროს ცნობით, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი ამჟამად სხვა ფეხბურთელებით არის დაინტერესებული.

სწორედ ამიტომ, ანდრეა ბელოტიმ „მონაკოში“ გადაბარგება არჩია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ 28 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ „ტორინო“ 100 მილიონ ევროს ითხოვდა. მისით კი ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც „ჩელსი“, „ატლეტიკო“ და „მილანი“ არიან, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდა არავინ არ ისურვა.

ბელოტი „ტორნიოში“

იტალიელი შემტევი „ტორინოს“ 2015 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ანდრეა ბელოტიმ ყველა ტურნირზე ერთად 251 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 113 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
626 ათასი დოლარი - რონალდუ სასამართლოს მოგების შემდეგ, თანხის დაბრუნებას გეგმავს
626 ათასი დოლარი - რონალდუ სასამართლოს მოგების შემდეგ, თანხის დაბრუნებას გეგმავს