ბარსელონა, პსვ, ლუუკ დე იონგი
Aa
Aa

ბარსამ ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - ლუუკ დე იონგი პსვ-ში დაბრუნდა

„ბარსელონამ“ ფეხბურთელების გაშვება დაიწყო. ამის ერთ-ერთ მიზეზი სახელფასო ჭერის გათავისუფლებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ ლუუკ დე იონგი „ბლაუგრანას“ დატოვებდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდელი თავდამსხმელი ახალ კლუბში ითამაშებს. 31 წლის თავდამსხმელი პსვ-ს ღირსებას დაიცავს. მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი „ბარსელონას“ 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე ნიდერლანდელმა შემტევმა კატალონიური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 29-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, ლუუკი პსვ-ს ღირსებას 2014-დან 2019 წლის ჩათვლით იცავდა.

4 ზედმეტი ფეხბურთელი

ცნობილი ხდება, რომ ესპანელ სპეციალისტს საკუთარი გუნდიდან 4 ფეხბურთელი აღარ სურს და მოსამზადებელ მატჩებში მონაწილეობას არ მიაღებინებს.

საუბარი ოსკარ მინგესაზე, რიკი პუჩიზე, მარტინ ბრაითვაიტზე და სამუელ უმტიტიზეა. ჩავიმ მათ ნათლად განუცხადა, რომ აღარ სჭირდება. სამუელ უმტიტი დიდი ხანია გუნდისთვის პრობლემაა. ფრანგ უკანახაზელს კოლოსალური ანაზღაურება აქვს და ბარსას დატოვება არ უნდა.

შედარებით მარტივი სიტუაციაა მინგესას და პუჩის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მათ დარჩენა სურთ, მაგრამ აცნობიერებენ, რომ ძირითადი შემადგენლობისთვის ვერ იბრძოლებენ. დანიელი თავდამსხმელი უმტიტის შეხედულებებს იაზრებს.

მარტინ ბრაითვაიტმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში უკანასკნელად მიმდინარე წლის 13 მარტს მხოლოდ 11 წუთი ითამაშა. დანიელი თავდამსხმელის მომავალი კი ბურუსით არის მოცული. 30 წლის ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება და არსად წასვლას არ გეგმავს, თუმცა კლუბში სულ სხვა აზრი აქვთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანელი ჟურნალისტი პოლ ალონსო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ბარსა მარტინის გარემოცვას გაესაუბრა. დიალოგის შინაარსი კი ასეთი იყო: თუ ბრაითვაიტი იმ მიდგომას არ შეცვლის, რომლის მიხედვითაც მას კლუბის დატოვება არ სურს, ასეთ შემთხვევაში „ბარსელონა“ უმკაცრეს ზომებს მიმართავს. „ბლაუგრანას“ სურს, რომ დანიელი თავდამსხმელი გუნდიდან თავის ნებით წავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები