მაიკ ტაისონი
Aa
Aa

„ბოლო ჩხუბში ჰალუცინოგენური სოკოები მქონდა მიღებული" - ამბობს მაიკ ტაისონი

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა როი ჯონს ჯუნიორთან გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. „რკინის მაიკი“ სტუმრად პოდკასტ The Pivot-ში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ბრძოლისას ჰალუცინოგენური სოკოების ზემოქმედების ქვეშ იყო.

„ჰალუცინოგენურ სოკოებს გასაქცევად არ ვიყენებთ. ეს ვარჯიშში და უკეთ ჩხუბში მეხმარება. როცა ჰალუცინოგენური სოკოები მაქვს მიღებული და რინგზე ვიმყოფები, დარტყმებს ვერ ვგრძნობ და საქმე რაღაც მაგიურთან გვაქვს.

როი ჯონს ჯუნიორთან გამართული ბრძოლა ნახეთ? ჰალუცინოგენური სოკოები მქონდა მიღებული. მათ გარეშე არ ვიჩხუბებდი. ხომ არ გაგიჟდით? და რა თქმა უნდა, ცოტა მარიხუანაც. ნეტავ, ეს ყველაფერი მაშინ გამეკეთებინა, როცა აქტიური მოკრივე ვიყავი. ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ამის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდი“.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ტაისონს კარიერაში 58 ბრძოლა აქვს გამართული. „რკინის მაიკის“ ანგარიშზე 50 გამარჯვება და 6 მარცხია, 2-ჯერ კი ჩხუბის შედეგი No Contest-ად გამოცხადდა. ლეგენდარული ამერიკელი ბოლოს რინგზე როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ ვიხილეთ და აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია
„ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია" - არველაძემ ხვიჩას წარმატება უსურვა