დუდა სანაძე, კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლატვიაში ჩაფრინდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიაშია და 1 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, უკრაინაში საომარი მოქმედებებია და ეს ქვეყანა ვერ მასპინძლობს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს. უკრაინელებმა ლატვიის დედაქალაქი შეარჩიეს და საქართველოს სწორედ რიგაში უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრები ლატვიაში დღეს, გამთენიისას გაფრინდა და სტამბოლის ტრანზიტით რიგაში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ჩაფრინდა. ჩვენს ნაკრებს რიგის აეროპორტში ქართული დროშებით შეიარაღებული ქომაგები დახვდნენ.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ილიას ზუროსის გუნდი რიგის ცენტრში, სასტუმრო პულმენში დაბინავდა და ჩასვლის დღესვე ვარჯიში დაგეგმა. 29 ივნისს, ილიას ზუროსი კალათბურთელებს მსუბუქად ავარჯიშებს. რიგაში ჩასვლის დღეს შედარებით მეტი საქმე ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილს და ექიმებს - თემურ ხვედელიძეს და ზურა სულეიმანაშვილს ექნებათ, რომლებმაც მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ მგზავრობით გადაღლილ კალათბურთელებს ძალების აღდგენაში დაეხმარონ.

      ვლადიმერ ბოისა - კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          დუდა სანაძე - საქართველოს ნაკრების კალათბურთელი

          Video Player is loading.
          Advertisement
          Current Time 0:00
          Duration -:-
          Loaded: 0%
          Stream Type LIVE
          Remaining Time 0:00
          1x
            • Chapters
            • descriptions off, selected
            • subtitles off, selected

              საქართველოს ნაკრები ლატვიაში 13 კალათბურთელით ჩავიდა, რომელთაგან უკრაინასთან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

              მსგავსი სიახლეები

              ცხელი ამბები
              ასევე დაგაინტერესებთ
              ''ინდიანაში ჩემგან მეტს ელიან'' - ბითაძე NBA-სა და ევრობასკეტზე
              ''ინდიანაში ჩემგან მეტს ელიან'' - ბითაძე NBA-სა და ევრობასკეტზე