მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
გოგას წასვლა რეალურია?
გოგას წასვლა რეალურია?
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
„მინდა, ოქტაგონზე სექტემბერში დავბრუნდე
Aa Aa
29 ივნისი 2022  |  09:57

„მინდა, ოქტაგონზე სექტემბერში დავბრუნდე" - გიგა ჭიკაძემ ბევრ თემაზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ MmaJunkie-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

Forrest Griffin Community Award-ზე, რომელსაც UFC 30 ივნისს გადასცემს

„ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რადგან ჩვენ მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია დედაჩემის ისტორიას გვიყვება. იგი 2013 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა და რამდენიმე წელია ამას ვებრძვით. მისი გარდაცვალება ჩვენი ოჯახისთვის დიდი დარტყმა იყო და მომხდარის შემდეგ გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით ადამიანებს, რომლებსაც სიმსივნესთან ბრძოლა უწევთ. ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და ამით ძალიან ვამაყობთ. გვიხარია, ამ ჯილდოს რომ მივიღებთ და ქველმოქმედებას აუცილებლად გავაგრძელებთ. დიდი ხანი არაა, რაც UFC-ში ვიმყოფები და ჩემთვის ეს უდიდესი პატივია“.

ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის ბრძოლაზე

„ამ ბრძოლისას პირველ რიგში ვიჯდები და დავაკვირდები, მოვლენები როგორ განვითარდება. ოქტაგონზე ამ დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებს ვნახავთ და მოუთმენლად ველი, ვიხილო, რა მოხდება. ვფიქრობ, მათი ბოლო ბრძოლა მაქსს უნდა მოეგო, მაგრამ მას შემდეგ, ჰოლოუეი აქტიური არ ყოფილა და მხოლოდ 2-ჯერ იჩხუბა. ვოლკანოვსკი კი საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ ჩხუბობდა და მისი თითოეული ბრძოლისას გამოჩნდა, რომ მომატებული აქვს. გამომდინარე აქედან, მგონია, ალექსი გაიმარჯვებს, მაგრამ არ გამიკვირდება, მაქსმა ქომაგებს სანახაობა აჩუქოს“.

ოქტაგონზე დაბრუნებაზე

„ტოპ 5-ის მებრძოლებს ვიწვევ და კარიერაში ამხელა პაუზა არასდროს ამიღია, თუმცა ახლა დრო იყო, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე მეზრუნა და ვნახოთ, რა მოხდება. თქვენ კარგად იცით, ჩხუბი როგორ მიყვარს და მინდა, აქტიური მებრძოლი ვიყო. როგორც კი წონის საკითხს მოვაგვარებ, იხილავთ გიგას, რომელიც თავისი სერიის გაგრძელებას შეეცდება“.

კორეელ ზომბიზე

„ჩემი და ზომბის დაპირისპირება შესანიშნავი ბრძოლა იქნებოდა, რადგან ჩემი ბოლო ჩხუბის შემდეგ, მან ბევრი ილაპარაკა და ბევრი რამ თქვა. მისი ბოლო ასპარეზობის შესახებ არაფერი მითქვამს და ვფიქრობ, მას მაღალი დონე არ უჩვენებია. ალბათ, უკვე ასაკში შევიდა და წარმოდგენა არ მაქვს, რის გაკეთება უნდა. შეიძლება, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, არ ვიცი. მზად ვარ, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ვიჩხუბო, რომელთან ბრძოლასაც ჩემთვის აზრი ექნება. ვფიქრობ, სექტემბერი ოქტაგონზე დასაბრუნებლად კარგი დროა. მინდა, ჩხუბს სწორედ სექტემბერში დავუბრუნდე და მანამდე დიდი დრო მექნება, რათა წონის საკითხი მოვაგვარო და ფორმაში შევიდე“.

კატართან ჩხუბზე

„ჩემს ბოლო ბრძოლაში სხვა მიზნებზე ვიყავი კონცენტრირებული. კელვინ კატართან ვჩხუბობდი, მაგრამ სატიტულო ბრძოლაზე ვფიქრობდი. ძალიან გამოცდილი მებრძოლი ვარ და ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდე, თუმცა ყველაფერი ხდება. მეც ადამიანი ვარ, მთელი ცხოვრება UFC-ის ქამარზე ვოცნებობდი და ამ ბრძოლის შემდეგ, ვიცი, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცე“.

შეგახსენებთ, რომ კატარისა და ჭიკაძის ბრძოლა იანვარში გაიმართა და მას შემდეგ, „ნინძას“ ვარჯიში აკრძალული ჰქონდა. მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ქართველ მებრძოლს სურს, რომ ოქტაგონზე, რაც შეიძლება, სწრაფად დაბრუნდეს და რამდენჯერმე განაცხადა, რომ „კორეელ ზომბისთან“ ჩხუბი სურს.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა - მიზეზი ფინანსური პრობლემებია
ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა - მიზეზი ფინანსური პრობლემებია