თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

ოქრიაშვილის გოლი გამოარჩიეს - გამოკითხვა კვიპროსის ჩემპიონატში

კვიპროსის ფეხბურთის ასოციაცია და Stoiximan-ი გასული სეზონის პლეიოფის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. რჩეულთა შორის თორნიკე ოქრიაშვილის გოლიც მოხვდა და ქართველი ფეხბურთელის ერთადერთი კონკურენტი ანდრეას მაკრისი გახლავთ.

„ანდრეას მაკრისმა და თორნიკე ოქრიაშვილმა ორი საოცარი გოლი გაიტანეს და მათი დარტყმები გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლები გახლდათ. კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ ვიდეოთი და თქვენს ფავორიტს მხარი დაუჭირეთ“, - ნათქვამი განცდადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ოქრიმ“ „აპოელი“ ოფიციალურად დატოვა. 30 წლის შემტევი კვიპროსულ კლუბს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა, გასულ სეზონში საერთო ჯამში აპოელში 27 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. ოქრის შეგიძლიათ, მხარი ამ ბმულზე დაუჭიროთ.

ოქრიაშვილს „გაგრაში“ (2009-10), „ილიჩევეცში“ (2010-13), „ჩერნომორეცში“ (2014), ბელგიურ „გენკში“ (2014-15), რუსულ „კრასნოდარსა“ (2016-18) და „ანორთოსისში“ (2019-21) უთამაშია. 2010 წელს „გაგრადან“ დონეცკის „შახტარში“ გადავიდა, თუმცა დონეცკური კლუბის პირველ გუნდში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის
დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის