კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

Sky Sports: რონალდუ წასვლას არ აპირებს, მალე გუნდს შეუერთდება

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ბოლო დროს ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ დღეს იწერება, რომ რონალდუ გუნდის დატოვებას გეგმავს, მეორე დღეს კი წერენ, რომ პორტუგალიელი რჩება და არსად არ მიდის. შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება.

ამჯერადაც ასე იყო. 23 ივნისს Metro Record-ზე დაყრდნობით წერდა, რომ პორტუგალიელს კლუბის მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აწუხებს. ის „ნერვული აშლილობის" ზღვარზეა და გარემოცვასთან საუბარში აღიარებს, რომ ახალი გუნდის ძებნას დაიწყებს, თუ „მანკუნიანელები“ უფრო აქტიურად არ იმუშავებენ შემადგენლობის გასაძლიერებლად.

ესპანურმა As-მა კი საერთოდაც დაწერა, რომ „ბაიერნმა“ შესაძლოა ლევანდოვსკი კრიშტიანუ რონალდუთი ჩაანაცვლოს.

უკვე დღეს, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Sky Sports-მა დაწერა, რომ კრიშტიანუ „მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას ამ სეზონში არ აპირებს.

Sky Sports-ის ცნობით, 37 წლის თავდამსხმელი გუნდის შეცვლას არ აპირებს და ივლისის დასაწყისში „იუნაიტედში“ წინასასეზონო ვარჯიშს დაიწყებს.

განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ მალე რაიმე მორიგი ახალი ამბავი გამოჩნდეს, რომელიც რონალდუს „სადღაც“ სხვა გუნდში გადაიყვანს.

გასულ სეზონში რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნედელევი: მადლობა შოთა ინგოროყვას, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა
ნედელევი: მადლობა შოთა ინგოროყვას, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა