საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ბუდაპეშტის გრანდ სლემი
Aa
Aa

ბუდაპეშტის გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრებს ორი ძიუდოისტი დაემატა

8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოისტთა გრანდ სლემი გაიმართება. რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს ნაკრების 14-კაციან შემადგენლობას 3 სპორტსმენი გამოაკლდა - გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მათ მაგივრად ნაკრებს ორი ძიუდოისტი დაემატა - გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (-90 კგ).

ცნობისთვის, გიორგი შერაზადიშვილი ახალგაზრდებს შორის 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ნიკა ხარაზიშვილმა კი ასევე 2021 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო.

შესაბამისად, ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე 13-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს, თუმცა სავარაუდოდ, სიას კიდევ ერთი ძიუდოისტი შეემატება, რომელმაც -66 კგ წონით კატეგორიაში უნდა იასპარეზოს:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ვაჟები: ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე (-60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი და (-66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (- 73 კგ.), გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ნიკა ხარაზიშვილი (- 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე (-100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.).

გოგონები: ეთერ ლიპარტელიანი (- 57 კგ.), მარიამ ჭანტურია (- 78 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+ 78 კგ.).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები