საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ბექა საღინაძე
Aa
Aa

„ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ“ - ბორჯღალოსნები იტალიასთან მატჩისთვის ემზადებიან

ივლისში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის სერიების სამ ტესტ მატჩს გამართავს. ბუნებრივია, გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იტალიასთან დაპირისპირება იწვევს, რომელიც 10 ივლისს, ბათუმის სტადიონზე უნდა გაიმართოს.

„ბორჯღალოსნები“ იტალიას ისტორიაში მეხუთედ შეერკინება, თუმცა ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიელები საქართველოში ჩამოვლენ.

მოახლოებულ შეხვედრებზე საქართველოს რაგბის კავშირთან საქართველოს ნაკრების მორაგბებ, ბექა საღინაძემ ისაუბრა.

ბექა საღინაძე:

ყველა აღფრთოვანებით საუბრობს ბათუმის ახალ სტადიონზე და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ, თანაც სავსეს და ასეთ მნიშვნელოვან თამაშში. იტალიასთან 4 წლის წინანდელი შეხვედრის თითოეული ეპიზოდი გონებაში მიტრიალებს. კარგია მეტოქე ასეთ ფორმაში რომაა, რადგან თამაშს მეტი მობილიზაციით შევხვდებით. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ისღა დაგვრჩენია თამაშის დაწყებას დაველოდოთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები ერთად უნდა შევქმნათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიის გარდა 3 ივლისს „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს დაუხვდება 16-ში კი ასევე „აია არენაზე“ პორტუგალიას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო v იტალია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო v იტალია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო