ბარსელონა, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

ლიდსმა ფასი გაზარდა - რაფინიას ყიდვა ბარსასთვის თითქმის შეუძლებელია

ბრაზილიელი რაფინიას მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. „ლიდსის“ შემტევის გადაბირება „ტოტენჰემს“, „არსენალს“, „ჩელსის“ და „ბარსელონას“ სურს. ყველაზე მეტს კი კატალონიური გრანდი აქტიურობდა.

მეტიც, სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ „ბლაუგრანამ“ და რაფინიამ პირად შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა პრობლემა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება იყო, რომელიც 50 მილიონ ევროს შეადგენს.

დღეს, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი ხდება, რომ „ლიდსმა“ საკუთარი ფეხბურთელის ღირებულება გაზარდა და მსურველებს მისი შეძენა მხოლოდ 65 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში რაფინიას ნებისმიერი კლუბი წაიყვანს. „ლიდსმა“ „არსენალის“ შეთავაზება დაბლოკა და თითოეულ კლუბს აცნობა, რომ 65 მილიონი ევროა გადასახდელი. ეს ყველაზე დიდ პრობლემას კი „ბარსელონას“ უქმნის. ჩავის გუნდი 50 მილიონს ვერ იხდიდა, ხოლო 65 მათი ფინანსური კრიზისის ფონზე საკმაოდ ბევრია.

რაფინია „ლიდსში“

25 წლის შემტევი ინგლისურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. ორი სეზონის განმავლობაში რაფინიამ „ლიდსი იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 66-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი შანსია ბარსელონაში დარჩეს - დემბელეს დამატება არავის უნდა
დიდი შანსია ბარსელონაში დარჩეს - დემბელეს დამატება არავის უნდა