რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

ჩელსი დარწმუნებულია, რომ სტერლინგს გაიფორმებს

რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტის“ დატოვებასთან ახლოსაა. 27 წლის ინგლისელის შეძენით ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდება და მის გაფორმებაში დარწმუნებულებიც არიან.

ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დიმარციო ავრცელებს და წერს, რომ ტომას ტუხელს სტერლინგის გაფორმება აქვს გადაწყვეტილი. გერმანელი სპეციალისტი მისი სათამაშო სტილის დიდი თაყვანისმცემელია და თავის გუნდში მოიაზრებს.

წყაროს ცნობით, „ჩელსის“ სტერლინგის შეძენა 35 მილიონ ფუნტად შეეძლება.

გასულ სეზონში რაჰიმმა პრემიერ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ჩელსის მფლობელი გუნდში დიდ ინვესტიციებს აანონსებს

ამერიკული კონსორციუმი, რომელსაც ტოდ ბოელი ხელმძღვანელობს გუნდში სიახლეებს აანონსებენ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ „ჩელსის“ ახალი მფლობელები. ჩვენ ყველაფერს 100%-ით შევისწავლით და კლუბის მართვას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდებით - ყოველი მატჩის ყოველ წუთს. ჩვენი, როგორც მფლობელების ხედვა ნათელია: გვინდა, რომ კლუბით ყველა გულშემატკივარმა იამაყოს“.

- ამბობს ბოელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდინიო, კარლოსი, ვინისიუსი, დიბალა, რივალდო, - ვარსკვლავთცვენა მაიამიში
რონალდინიო, კარლოსი, ვინისიუსი, დიბალა, რივალდო, - ვარსკვლავთცვენა მაიამიში