თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიასთვის ბრძოლაში კიდევ ერთი კლუბი ჩაერთო - რას გადაწყვეტს კალათბურთელი

საქართველოს ნაკრების კაპიტანისა და „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. 30 წლის კალათბურთელს არაერთ ევროპულ და ამერიკულ კლუბს უკავშირებენ, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია თოკოს მომავალი კლუბის შესახებ ჯერ არაა ცნობილი.

„ვირტუს ბოლონიასთან“ დაკავშირებულმა სააგენტომ, VunereBologna-მ დაწერა, რომ მოლაპარაკებების პროცესში კიდევ ერთი ესპანური კლუბი, „ვალენსია ბასკეტი“ ჩაერთო. ცნობისთვის, ეს ის გუნდია, რომელშიც თორნიკე შენგელია გაიზარდა და პროფესიონალურ დონეზე მისი დებიუტი შედგა.

ამის გარდა, სააგენტოს ინფორმაციით ქართველი კალათბურთელის შენარჩუნებას ბოლონიური კლუბიც ცდილობს. ამ საკითხთან დაკავშირებით „ვირტუსსა“ და შენგელიას შორის მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა რამდენჯერმე, დეტალებზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა.

VunereBologna-ს ინფორმაციით, ბოლონიელები კალათბურთელთან მოლაპარაკებებს სეზონის დასრულების შემდეგ განაახლებენ. შეგახსენებთ, რომ ახლა თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ბოლონიელები ფინალურ სერიას მილანთან 1:3-ს აგებენ, მომდევნო მატჩი კი ხვალ, საკუთარ კედლებში ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია
„ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია" - ბითაძის ინტერვიუ FIBA-სთან