მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
გოგას წასვლა რეალურია?
გოგას წასვლა რეალურია?
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
„ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია
Aa Aa
14 ივნისი 2022  |  16:51

„ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია" - ბითაძის ინტერვიუ FIBA-სთან

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ FIBA-ს ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა და ევრობასკეტის შესახებ ისაუბრა. გოგა თვლის, რომ გულშემატკივრების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საქართველოს ნაკრებს წარმატების მიღწევის შანსი ექნება.

„ჩვენი ქვეყნისთვის ეს შესანიშნავი რამაა. ევრობასკეტის მატჩები საკუთარ კედლებში არასდროს ჩაგვიტარებია და ეს, როგორც კალათბურთელებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის ფანტასტიკური გამოცდილება იქნება. საქართველოს ნაკრებში ნიჭიერი კალათბურთელები გვყავს და ყველაფერს გავიღებთ, რათა ჩვენმა თანამემამულეებმა ჩვენით იამაყონ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი და ტალანტი, რათა ძალიან კარგი გუნდები დავამარცხოთ. ამაში დარწმუნებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ. ეს ყოველი ჩვენგანისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება.

ჩვენი მიზანია, საკუთარ კედლებში გასამართ პირველ რაუნდში კარგად ვიასპარეზოთ და ჩვენი მეექვსე კაცი ან ჩვენი იქს-ფაქტორი, რაც ჩვენი ქომაგების წინაშე ასპარეზობაა, გამოვიყენოთ. გულშემატკივრები მატჩებს დაესწრებიან, მხარს აქტიურად დაგვიჭერენ და ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია, პარკეტზე გავიდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა კარგი ტურნირი გამოგვივიდეს. პირველ რიგში, ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ, პლეიოფში კი ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, თუ საკუთარ კედლებში, გულშემატკივრების წინაშე ჩვენი საუკეთესო დონე ვაჩვენეთ, ნებისმიერს დავამარცხებთ.

ჩვენი ჯგუფი მარტივი ნამდვილად არაა. თითოეული გუნდი კონკურენტუნარიანია და ევრობასკეტზე პატარა და სუსტი მეტოქეები აღარ არიან. ვფიქრობ, ამ ზაფხულს, NBA-ის ბევრი კალათბურთელი გადაწყვეტს, რომ ეროვნულ გუნდში ითამაშოს და ამის ნახვა ძალიან კარგი იქნება. ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევაცაა, მაგრამ იგივე მდგომარეობაში არიან გუნდები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებენ. უდიდეს ენერგიას გავიღებთ, დაცვაში თავს არ დავზოგავთ და გვინდა, თამაშები მოვიგოთ და ევრობასკეტზე შორს გავიდეთ. ჩემი აზრით, უკეთესია, ჯგუფურ ეტაპზე ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ, რათა პლეიოფებისთვის მზად ვიყოთ. ამ შემთხვევაში, გეცოდინება პლეიოფში როგორ გუნდებთან მოგიწევს შეხვედრა და თან მაღალი დონის გუნდებთან ასპარეზობა გეხმარება, მომდევნო მატჩებისთვის უკეთ იყო მზად.

საქართველოს ნაკრებზე საუბრისას ფიზიკური გაბარიტები სერიოზული ფაქტორია. სამწამიანში ვდომინირებთ და მე, სანდროს, თოკოსა და გიორგის საქმის კარგად გაკეთება შეგვიძლია. გარდა ამისა, მოხსნები და სროლა კარგად გამოგვდის და უამრავი მოხსნის გაფორმება შეგვიძლია. სროლა საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელს გამოსდის. გამთამაშებლებსაც ბრწყინვალე მიზანი აქვთ. მაგალითად, რატი ანდრონიკაშვილს შეუძლია, დაცვაში ბრწყინვალედ იასპარეზოს და კარგად ისროლოს, ასე რომ, ძალიან ბევრი იარაღი გვაქვს. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები დაბალანსებული და ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, თუმცა ამავდროულად, ისეთი გამოცდილი მოთამაშეებიც გვყავს, როგორებიც თოკო და შერმადინი არიან. გუნდში ასეთი ვეტერანი კალათბურთელების ყოლა დიდი ბონუსი და დიდი პლუსია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ გამართავს და ჯგუფში მისი კონკურენტები ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი და ბელგია არიან.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
წილისყრაში არ გაგვიმართლა - დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია
წილისყრაში არ გაგვიმართლა - დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია