ერთა ლიგა, ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

ცნობილია რომელ სტადიონზე ითამაშებს ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები

ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. ჩვენმა გუნდმა 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, 3 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და საკუთარი,  C4 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე ერთა ლიგის ციკლის შეხვედრები სექტემბერში ელის: 23 სექტემბერს ჩრდილოთ მაკედონიას სახლში მიიღებს, 26 სექტემბერს კი გიბრალტარს ესტუმრება.

სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც, ერთა ლიგის ბოლო, საშინაო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში გამართავდა. რეალურად, წლის ბოლო საშინაო შეხვედრას ჩვენი გუნდი კვლავ ქვეყნის დედაქალაქში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩაატარებს. ამ ეტაპზე, ინფორმაცია უკვე დაზუსტებულია.


23 სექტემბერს, დინამო არენაზე, საქართველოსა და ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 26 სექტემბერს, სტუმრად გასამართი დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 22:45 საათიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელებმა კი დადებითად მიპასუხეს
სანიოლი: ,,მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელებმა კი დადებითად მიპასუხეს"