მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
Aa
Aa

მოწმობა ყალბია? შესაძლოა მუნდიალზე ეკვადორის ნაცვლად ჩილე წავიდეს

ეკვადორის ნაკრებს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა ემუქრება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩილეს ნაკრებმა მოითხოვა ეკვადორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მათთვის გადაეცათ. ჩილელები ამტკიცებენ, რომ ეკვადორის მცველი ბაირონ კასტილო კოლუმბიელია, რის გამოც მას ეკვადორელთა რიგებში თამაშის უფლება არ ჰქონდა.

ედუარდო კარლეცო, ადვოკატი, რომელიც წარმოადგენს ჩილეს სამართალწარმოებაში, თქვა, რომ მისმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კასტილიოს დაბადების მოწმობა ყალბი იყო.

ადვოკატმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი არ დაბადებულა ეკვადორში 1998 წლის 10 ნოემბერს, როგორც ეს მოწმობაზეა მითითებული და აღნიშნა, რომ საჭირო თითის ანაბეჭდები დოკუმენტზე არ იყო. კარლეცომ დოკუმენტის გაყალბებაში დაადანაშაულა ეკვადორი და ადგილობრივი ფედერაცია.

„კასტილოს მშობლები კოლუმბიის ქალაქ ტუმაკოში დაქორწინდნენ, ბაირონი დაიბადა ტუმაკოში, ის მოინათლა ტუმაკოში. საქმე იმაშია, რომ ნათლად და გამჭვირვალედ წარმოვადგინეთ ყველა ის არგუმენტი, რაც გვაქვს, ის დოკუმენტები, რაც გვაქვს. ვინც სიმართლეს ამბობს, არაფრის ეშინია“,

- განაცხადა ადვოკატმა.

იმ შემთხვევაში, თუ ფიფა ამ პროცესში ჩილეს მხარეს დაიჭერს, ეკვადორი მიიღებს ტექნიკურ მარცხს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რვავე მატჩში, რომელშიც კასტილიომ მონაწილეობა მიიღო. ამ შემთხვევაში ეკვადორის ნაცვლად მუნდიალზე ჩილე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკრონი: მბაპეს ვესაუბრე - ზიდანი? მინდა, რომ მან რომელიმე ფრანგული გუნდი გაწვრთნას
მაკრონი: მბაპეს ვესაუბრე - ზიდანი? მინდა, რომ მან რომელიმე ფრანგული გუნდი გაწვრთნას