იტალიური მედია: "ხვიჩა ნამდვილი პროტაგონისტი იყო"
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მეორე შეხვედრა სტუმრად, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 2:5 დაამარცხა.
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ახალგაზრდა ტალანტის ასეთი თამაში იტალიურ მედიას უყურადღებოდ არ დარჩა.
გამოცემა calcionapoli24 წერს:
„ნაპოლის ახალმა შენაძენმა ბულგარეთთან დიდებული პირველი ტაიმი ჩაატარა. ხვიჩა დღეს ნამდვილი პროტაგონისტი იყო ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით. „ნაპოლიმ“ ფული ქართველ ტალანტში ძალიან სწორად დახარჯა.“
რას წერს spazionapoli.it?
„ნეაპოლიტანური საზოგადოება დიდი ყურადღებით აგრძელებს ხვიჩა კვარაცხელიას სპექტაკლების ყურებას და ელოდება მის ლურჯი მაისურით ხილვას. ჩვენმა ახალმა ფეხბურთელმა გიბრალტართანაც და ბულგარეთთანაც იდეალურად ითამაშა და თავი გამოიჩინა.
შესანიშნავი შეხებით დავითაშვილს გაატანინა და პირველი გოლის დროს მთავარი გმირი იყო. ანგარიშის გაორმაგებაშიც თავისი წვლილი შეიტანა. „ლურჯების“ ახალი ფეხბურთელი გოლის ავტორიც გახდა და ანგარიში 4:1 დააფიქსირა. 67-ე წუთზე კი შეცვალეს..“
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ბულგარეთთან მატჩის შემდეგ გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა 8.5 შეფასება მისცა, რაც ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი იყო. ცნობისთვის, ჯვაროსნები“ შემდეგ შეხვედრას 9 ივნისს სტუმრად ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.