Sofascore - ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ბულგარეთთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მეორე შეხვედრა სტუმრად, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 2:5 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა „ჯვაროსნების“ შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო.
გიორგი ლორია 6.4, გურამ კაშია 6.6, სოლომონ კვერკველია 6.8, დავით ხოჭოლავა 6.9, ირაკლი აზაროვი 6.7, გიორგი აბურჯანია 6.8, ნიკა კვეკვესკირი 6.8, ოთარ კაკაბაძე 6.3, ზურიკო დავითაშვილი 7.1, ხვიჩა კვარაცხელია 8.5, ბუდუ ზივზივაძე 7.2, გიორგი მიქაუტაძე 7.0, ვალერი ყაზაიშვილი 7.0, ვალერიან გვილია 6.4, ვლადიმერ მამუჩაშვილი 6.7, ოთარ კიტეიშვილი 6.7
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფს 6 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. „ჯვაროსნები“ შემდეგ შეხვედრას 9 ივნისს სტუმრად ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.